ბოლო ინფორმაციით [14:13 საათი], რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი"210 მოქალაქე უვნებელი იქნა გამოყვანილი... სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილია ნაპოვნი, ცხედარი. ძალიან მძიმე ვითარებაა, 30-ზე მეტს ეძებენ. დაველოდოთ, მიდის აქტიური სამუშაოები.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესში მაშველებთან ერთად ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავიანთი სპეც. საშუალებებით, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ შოვში სამძებრო სამუშაოებში ჯარი ჩაერთვებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ ორშაბათი, 7 აგვისტო, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება.
გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. დღეს, 4 აგვისტოს, სტიქიის ზონაში გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.