რაჭაში ჟურნალისტებთან საუბარში ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ 50-მდე ადამიანიდან, ვისთან კავშირის დამყარებაც ვერ ხერხდებოდა, ამჟამად 6 უკვე უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.
40-ზე მეტ მოქალაქესთან კავშირი კვლავ გაწყვეტილია. როგორც მინისტრი ამბობს, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ თქვა, მნიშვნელოვნად დაზარალდა ინფრასტრუქტურა, რომელიც სტიქიის არეალში საგზაო კომუნიკაციის გამოყენებით შესვლას ზღუდავს. „ორი ხიდი არის წაღებული, ასევე გზის მონაკვეთია რამდენიმეკილომეტრიანი, რომელიც მეწყრით არის დაფარული", - აღნიშნა მან. მისი თქმით, მობილიზაცია მყისიერად მოხდა და დაიწყო შესაბამისი სამუშაოები - დაახლოებით საათ-ნახევრის წინ კიდევ შეემატა მძიმე ტექნიკა.
„მობილიზაცია დაწყებულია და 4 აგვისტოდან დაიწყება დროებითი გადასასვლელი ხიდების მონტაჟი. რამდენიმედღიანი პროცესი იქნება", - დაამატა მინისტრმა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაახლოებით ერთი საათით ადრე განაცხადა, რომ 50-მდე ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. სტიქიის გამო შექმნილი ცხელ ხაზის ნომერია: 598 91 30
თემურ მღებრიშვილის განცხადებით, 150-მდე ადამიანი გადაყვანილია სტიქიის ზონასთან, უსაფრთხო ადგილზე, მაშველებთან და პოლიციასთან ერთად.
მაშველებმა დამეწყრილ ტერიტორიაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შსს-ს განცხადებით, ცხედრები მიწის მასის დამუშავებისას ნახეს.
ასევე ნახეთ დაღამების გამო ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დილამდე შეაჩერესრაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია 3 აგვისტოს გავრცელდა. მდინარე ბუმბურის ადიდების შედეგად ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად, მეწყერი ჩამოწვა.