რუსეთის სახელმწიფო პროკურორებმა 20 ივლისს 20 წლით მოითხოვეს პატიმრობა უკვე ციხეში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, ალექსეი ნავალნისთვის, მათ შორის ექსტრემიზმის ბრალდებით - იუწყება TASS-ი სასამართლო სხდომის მასალებზე დაყრდნობით.
ნავალნი ტელეგრამით წერდა, რომ ელის 15-დან 20 წლამდე პატიმრობის სასჯელს, მიუხედავად, მისი თქმით, "სულელური" მტკიცებულებებისა, რომლებსაც სასამართლო ეყრდნობა.
პროკურორები 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ ნავალნის თანაგანსასჯელისთვის, დანიელ ხონოდნისთვის.
TASS-ს მოაქვს ადვოკატის სიტყვები, რომ საბოლოო განაჩენი 4 აგვისტოს გამოცხადდება.
ასევე ნახეთ ნავალნის 100 დღეა, პუტინის ერთსა და იმავე სიტყვას ასმენინებენ ასევე ნახეთ ნავალნის ოჯახმა კოლონიას უჩივლა პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსთან პაემნების არარსებობის გამო