აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპირების მიუხედავად, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს არ მიეცათ დახურულ ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარების საშუალება. ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარში მოძალადე ჯგუფს ექსტრემისტები უწოდა.
ასევე ნახეთ აშშ-ს საელჩო, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობები ხელისუფლებას მოუწოდებენ პასუხი აგებინონ დამნაშავეებს"ფაქტობრივად, დაუმორჩილებელ ბრბოს ძალადობის მოწოდებით თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრის გავლის საშუალება მიეცა. მათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრის გარღვევის, არამედ ადგილზე შესვლის, ვანდალიზმის, ძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მიეცათ ისე, რომ ამას პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია. ძალიან შემაშფოთებელია თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე თავდასხმის, ერთი შეხედვით, კოორდინირებული სერია. ეს ექსტრემისტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ შაბათს, იყვნენ ზუსტად იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობა მოაწყვეს 2021 წელს. მათ აქვთ ფეისბუკის გვერდები; ისინი ჩნდებიან ვიდეოებზე, როდესაც ძალადობისკენ მოუწოდებენ სხვებს; ამბობენ, რომ ყბებს ჩაუმტვრევენ და სისხლს დაღვრიან; თბილისის ქუჩებში დადიან და ხალხს ძალადობით ემუქრებიან; ისინი ამაყობენ, როცა ამბობენ, რომ ძალადობის მომხრენი არიან", - თქვა კელი დეგნანმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ ბევრ რამეში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ უპირველესი ქრისტიანული ღირებულებები არის თანაგრძნობა, სიყვარული, შემწყნარებლობა და პატივისცემა.
"ვფიქრობ, ყველა უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როდესაც ამ ვიდეოებზე გამოჩენილ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან", - თქვა მან.
ასევე ნახეთ რამდენიმე „მაგრამ“, რის გამოც შსს-მ ვერ (არ) უზრუნველყო „პრაიდის ფესტივალის“ ჩატარება8 ივლისს „ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც „პრაიდის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო, დაიკავეს ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ღონისძიების გამართვას აპროტესტებდნენ.
მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი, შევიდნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დაარბიეს. პოლიციას ისინი არ შეუჩერებია - პასუხად შსს-მ განაცხადა, რომ "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, რომელთა შეჩერება გაშლილ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო".
ჩაშლილი „პრაიდის ფესტივალის“ ორგანიზატორების აზრით, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.