საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ განცხადებას უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ "საუკეთესო თავდაცვა და გზა სიმშვიდისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სიცხადე, მონდომება და გამბედაობაა და არა - ყოყმანი".
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე გაავრცელა განცხადება, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა მოკავშირეების მიმართ იმის გამო, რომ უკრაინისთვის არ არსებობს ნატოში მიწვევის და წევრობის ვადები.
„ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს ფორმულირება ეხება მიწვევას და არა წევრობას“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე.
ასევე ნახეთ ზელენსკი ნატოელ პარტნიორებს აკრიტიკებს უკრაინაზე უკრაინის გარეშე მსჯელობის გამოლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა ნატოს 2-დღიანი სამიტი. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი დახმარება და უსაფრთხოების გარანტიებია.
სამიტის წინ კიევმა ნატოს არაერთხელ მოუწოდა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ნატოში ოფიციალურად მიიწვიონ და დაადასტურონ, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.
ასევე ნახეთ ბაიდენი ზელენსკის ნატოს სამიტზე შეხვდება. უკრაინა მიიღებს „დადებით სიგნალს წევრობასთან დაკავშირებით“