უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.
როგორ სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, „შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ავიაკომპანია “აირზენა - საქართველოს ავიახაზების” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი“.
მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, რომ "შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც".
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართულ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC), ასევე მის ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს, სანქციები დაუწესდა.
ასევე ნახეთ რა აუკრძალა უკრაინამ "საქართველოს ავიახაზებსა" და თამაზ გაიაშვილსუკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC) მთელი რიგი აკრძალვები შეეხო. სანქციების სია 14 პუნქტისგან შედგება.
თამაზ გაიაშვილმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და პირადად მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.“ გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას "საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება“.
ასევე ნახეთ თამაზ გაიაშვილი: იმედია, უკრაინის პრეზიდენტის უსამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს სარკისებური პასუხი მოჰყვებასაქართველო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო „პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება“, რომელიც „ცალსახად მიუღებელია" და "არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც უკრაინას და საქართველოს გააჩნია“.
ასევე ნახეთ „ცალსახად მიუღებელია" - ლევან დავითაშვილი უკრაინაში Georgian Airways-ის სანქცირებაზეGeorgian Airways-ი ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც რუსეთში რეგულარულ რეისებს ასრულებს. ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის ყოველდღიურად დაფრინავს ასევე რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“.
მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.