13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

30 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით სამართალდამცავებმა 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაციის თანახმად, დედამ არასრულწლოვანი გოგონა მუცლის არეში ტკივილის გამო წაიყვანა საავადმყოფოში, სადაც აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე თვის ორსული იყო.

ასევე ნახეთ „სამარცხვინოა“ - ხათუნა სამნიძე 13 წლის მოზარდის საქმეზე გენდერული საბჭოს განცხადებას აკრიტიკებს

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.