ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 30 ივნისს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი არასოდეს იქნება გამოყენებული. ლუკაშენკა კრემლის ყველაზე ახლო მოკავშირეა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში.
ლუკაშენკაც და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ამბობენ, რომ ბელარუსში ჩავიდა გარკვეული ტაქტიკური იარაღი, და კიდევ მეტი ჩავა წლის ბოლომდე.
ლუკაშენკამ თქვა, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს იარაღი ბელარუსში უნდა განთავსდესო, თუმცა დასძინა - "დარწმუნებული ვარ, სანამ აქ იქნება განთავსებული, ჩვენ მისი გამოყენება არასოდეს მოგვიწევს. და ჩვენს მიწაზე მტერი არასოდეს შემოდგამს ფეხს".
ასევე ნახეთ ბელარუსის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი - ლუკაშენკა ასევე ნახეთ ლუკაშენკა ბელარუსებს დამშვიდებისკენ მოუწოდებს, ქვეყანაში "ვაგნერელების" ჩასვლის გამო