ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემის საკითხს აყენებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს, ნათქვამია, რომ ომბუდსმენი გმობს ტელეწამყვანზე თავდასხმას.
„საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.
27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს მიშა მშვილდაძეს. შსს-მ საქმეზე გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.
ასევე ნახეთ მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ27 ივნისს ცნობა გაავრცელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, რომლის თანახმად, საცხოვრებელ სახლთან სცემეს პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს.
ასევე ნახეთ ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომელს სცემეს