Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომელს სცემეს


დავით ოსიყმიშვილი
დავით ოსიყმიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლთან სცემეს პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

„რამდენიმე წუთის წინ, „ნიღბებით" საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი - დავით ოსიყმიშვილი ...

სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა .... „ბესპრიძელია" - ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა სიკვდილი და ძალადობა დაგვიანონსეს ... მოქმედება დაწყებული აქვთ ...

უნდა მოვერიოთ ამ პუტინისტ - ებს", - დაწერა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ლევან ხაბეიშვილმა.

განახლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დავით ოსიყმიშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა).

27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს.

XS
SM
MD
LG