საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ადამიანის უფლებათა სახლმა, 23 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 53-ე სესიაზე წარადგინა მოხსენება გამოხატვის თავისუფლების პრობლემებზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სერბეთისა და ხორვატიის მაგალითებით.
საქართველოს შემთხვევაში ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს კულტურის სფეროში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებზე და სოლიდარობას უცხადებს რეჟისორ სალომე ჯაშსა და მის კოლეგებს. უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს სალომე ჯაშის ფილმზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმებზე და მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს ცენზურის დაწესების მცდელობა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე.
აზერბაიჯანის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა სახლი პრესის თავისუფლების მხრივ არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აკრიტიკებს ახალ კანონს, რომელიც მედიათავისუფლებას კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის. სერბეთსა და ხორვატიაში კი პრობლემად მიიჩნევა SLAPP (Strategic Litigation against Public Paritipation) სარჩელები. SLAPP-ად განიხილება პოლიტიკური თუ ფინანსური თვალსაზრისით გავლენიანი პირების მიერ აღძრული აშკარად უსაფუძვლო სარჩელები (ცილისწამების შესახებ), რომელთა მიზანიც არის არა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნა.
"რამდენად შესაძლებელია, ერთი მხრივ, ითხოვდეს სახელმწიფო მნიშვნელოვან წინსვლას მდგრადი განვითარების მიზნებში და მეორე მხრივ, ქმნიდეს შიშის გარემოს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის და საფრთხეს უქმნიდეს გამოხატვის თავისუფლებას?" - ამ რიტორიკული კითხვით სრულდება ადამიანის უფლებათა სახლის მომხსენებლის გამოსვლა.
ასევე ნახეთ „საქდოკ ფილმი" კობახიძის განცხადებას კინოს ცენზურისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევსსალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება" პოლიტიკოსების განხილვის საგანი გახდა კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის ფონზე, რასაც თან ახლავს კინემატოგრაფისტების პროტესტი. კინოს სფერო მესამე კვირაა, ცენზურის საფრთხეზე ღიად ლაპარაკობს და აქციებს მართავს კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრთან.
ასევე ნახეთ კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებები გააუქმა - მიზეზი ფილმის შინაარსია