ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება. როგორც სააგენტო BELTA იტყობინება, ამის შესახებ ლუკაშენკამ განაცხადა ოფიცერთა უმაღლესი შემადგენლობისთვის სამხრეთა გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე.
ლუკაშენკამ ისაუბრა ასევე იმაზე, თუ როგორ წარიმართა 24 ივნისს პრიგოჟინთან მოლაპარაკებები, რის შემდეგადაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელი დათანხმდა, შეეწყვიტა ამბოხება.
„როგორც [რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა] თქვა გუშინ, მიცემულ იქნა უსაფრთხოების გარანტიები. ვხედავ, რომ პრიგოჟინი უკვე ამ თვითმფრინავშია. დიახ, მართალია, ის დღეს ბელარუსშია. როგორც პირობა დავდე, თუ გნებავთ გარკვეული დრო ჩვენთან დაყოთ და ა.შ., ჩვენ თქვენ დაგეხმარებით-მეთქი. ცხადია, მათი [„ვაგნერის“] ხარჯებით“, - თქვა ლუკაშენკამ.
მაგრამ, როგორც ლუკაშენკამ დასძინა, ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა თქვა, რომ ბელარუსის არმიაში ასეთი ქვედანაყოფი „არ აწყენდა“. ბელარუსის ლიდერის თქმით, ის თანახმაა და ხრენინს მოუწოდა, ვაგნერელებს მოელაპარაკოს.
ასევე ნახეთ CNN-ი: მოკავშირეები აფრთხილებდნენ კიევს, პრიგოჟინის ამბოხების დროს არ დაერტყა რუსეთისთვისპარასკევს, 23 ივნისს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის რეგულარულმა არმიამ თითქოს დარტყმები განახორციელა „ვაგნერის“ ზურგში. ამის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ 25000 ვაგნერელი მიდიოდა შეიარაღებულ ლაშქრობაში მოსკოვში, რათა პასუხი ეგებინებინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის.
დღის განმავლობაში, „ვაგნერის“ კოლონებმა მოახერხეს დონის როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტებზე კონტროლის დაწესება.
შაბათს საღამოს, პრიგოჟინსა და ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ლუკაშენკას შორის მოლაპარაკებების შემდეგ შეჩერდა მოსკოვისკენ „ვაგნერის“ კოლონების სვლა.
ასევე ნახეთ პრიგოჟინი აცხადებს, რომ მოსკოვზე მსვლელობით ცდილობდა "ვაგნერის" გადარჩენას და არა ხელისუფლების დამხობასორშაბათს, 26 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ მტრული ძალები ცდილობდნენ „ვაგნერის“ მებრძოლების გამოყენებას. ამასთან, პუტინმა მადლობა გადაუხადა დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებმაც „ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს“ და „ბოლო ხაზზე გაჩერდნენ“. მან შესთავაზა მათ, ხელშეკრულება დადონ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, დაბრუნდნენ ახლობლებთან ან წავიდნენ ბელარუსში.