რუსული გასამხედროებული კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მისი სამხედროების მოსკოვისკენ მსვლელობის მიზანი იყო ჯგუფის გადარჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.
ეს პრიგოჟინის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც მოსკოვიდან 200-მდე კილომეტრის მოშორებით მან და მისმა ძალებმა მსვლელობა შეწყვიტეს. პრიგოჟინი არ აკონკრეტებს, სად იმყოფება ამჟამად ან რა გეგმები აქვს.
ასევე ნახეთ პრიგოჟინი: გვსურდა "პროტესტის დემონსტრირება და არა ხელისუფლების დამხობა ქვეყანაში""მსვლელობა დავიწყეთ უსამართლობის გამო", - აღნიშნავს პრიგოჟინი მისი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ 11-წუთიან აუდიოჩანაწერში და მიანიშნებს "ვაგნერზე" თითქოს განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც თავად ის რუსეთის არმიას აბრალებს.
"გვსურდა პროტესტის დემონსტრირება და არა ხელისუფლების დამხობა ქვეყანაში", - დასძენს ის.
ასევე ნახეთ „ახალი განზომილება“: რას უნდა ველოდეთ პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ- 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
- 24 ივნისს პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
- რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
- 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
- პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
- 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
- 26 ივნისის ინფორმაციით, ამბოხის საქმეზე აღძრული საქმე არ იყო შეწყვეტილი. ასევე ნახეთ შოიგუ „პრიგოჟინის ამბოხების“ შემდეგ პირველად გამოაჩინეს