„ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვს ტოვებენ

ევგენი პრიგოჟინი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვს ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე გავრცელდა.

„მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი.

ასევე ნახეთ სამხედრო ამბოხი რუსეთში - განახლებადი

შაბათ დილისთვის გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" კონტროლი მოიპოვა დონის როსტოვის სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებსა და ვორონეჟის რამდენიმე ობიექტზე.

ასევე ნახეთ ადგილობრივი მედია: დონის როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან აფეთქება მოხდა

ცოტა ხნის წინ კი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.

„დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად,“- განაცხადა პრიგოჟინმა

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრესსამსახურის ცნობა გამოქვეყნდა, სადაც ეწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკამ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკას პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკას წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. "რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ პრიგოჟინი: „კოლონებს ვაბრუნებთ და უკან მივდივართ“

23 ივნისის საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.