უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე და განმარტავს, რატომ დატოვა ძალაში უცვლელად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კახაბერ დამენიასა და ნიკა გვარამიას ადვოკატების საჩივრები არ აკმაყოფილებდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი ამის გამო არ მიიღო განსახილველად.
ცნობილია ამ საქმეზე ნიკა გვარამიას პოზიცია - ის აპირებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.
ასევე ნახეთ ვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნოს, რათა სამართლიანობისთვის ბრძოლა სტრასბურგში გავაგრძელო - გვარამიათბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
ასევე ნახეთ სამოქალაქო ორგანიზაციები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ