თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაიშვილმა უკანონოდ ცნო ეროვნული მუზეუმიდან კურატორ ლიკა მამაცაშვილის გათავისუფლება და მუზეუმს ყოფილი თანამშრომლისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.
ლიკა მამაცაშვილი ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში მყოფი თბილისის ისტორიის მუზეუმიდან (ქარვასლა) 2022 წლის 3 ივლისს გაათავისუფლეს. იმ დროისთვის ის დროებითი გამოფენების კურატორის პოსტს იკავებდა. მუზეუმმა ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელა, თავად მას კი ჰქონდა განცდა, რომ კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის საქმიანობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო დაითხოვეს სამსახურიდან.
ლიკა მამაცაშვილის მუზეუმიდან გათავისუფლება 2022 წლის ივნისში მხატვრებმა კულტურის სამინისტროსთან აქციით გააპროტესტეს - ისინი ამბობენ, რომ ყველაზე რთულ წლებში, როცა საბჭოთა კავშირი ბოლო დღეებს ითვლიდა და საქართველო დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა, ქარვასლის დარბაზები იყო ერთადერთი სტაბილურად მეგობრული სივრცე თანამედროვე ხელოვნებისთვის და ამაში ლიკას წვლილი განსაკუთრებული იყო. მისდამი სოლიდარობის ნიშნად ნამუშევარი დაწვა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა.
ასევე ნახეთ მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა კულტურის არსებული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად ნახატი დაწვასასამართლოში ლიკა მამაცაშვილის ინტერესებს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირები იცავდა. მათი ცნობით, ეს არის მე-11 სასამართლო პროცესი, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ.
"სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილოს სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პროფკავშირები ავრცელებს.
ასევე ნახეთ იმედი მაქვს კულტურის მინისტრი თავის ადგილს იპოვის და წავა - ინტერვიუ კურატორ ლიკა მამაცაშვილთანმას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, ეროვნული მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ასამდე ადამიანი გათავისუფლდა რეორგანიზაციის მოტივით - მათი უმეტესობა დღეს სამართლებრივ დავას აწარმოებს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
რეორგანიზაციის პროცესი რამდენიმე დღის წინ, 10 ივნისს, გამოცხადდა ეროვნულ კინოცენტრშიც - ამ პროცესს კინოს სექტორი ცენტრის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს და ცენზურის საფრთხეზე ლაპარაკობს.
ასევე ნახეთ “ბოროტი ექსპერიმენტი" - კინოსექტორი აფასებს ცვლილებებს კინოცენტრში