შსს-მ გამოძიება დაიწყო ჯაფარიძეზე და ბანაკზე თავდასხმის ფაქტებზე

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო დღეს, 17 ივნისს მომხდად ორ ინციდენტზე, რომელიც ბორჯომში “ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” სემინარის ჩაშლასა და “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას შეეხება. გამოძისბის დაყების შესახებ ინფორმაცია მედიისთვის ამ თავდასხმებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ცნობილი.

ასევე ნახეთ ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - აცხადებენ პარტიაში
ასევე ნახეთ "დამალვას არ ვაპირებ" - "ფეისბუკში" პოსტი ქვეყნდება ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ

ზურა ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევას შსს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), სემინარის ჩაშლისა და იქ მომხდარ ძალადობის ფაქტს კი 187-ე (სხვისი ნივთის განადგურება) მუხლით.