პუტინი: ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსისთვის გადაცემა მომავალ თვეში დაიწყება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა სოჭში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 ივნისს ბელარუსის ავტორიტარ მმართველთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკებაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბელარუსისთვის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადაცემის პროცესი დაიწყება მაშინვე, როცა დასრულდება შესაბამისი ობიექტების მშენებლობა, ანუ 7-8 ივლისს.

1991 წლის შემდეგ ეს იქნება კრემლის მიერ ამგვარი ბირთვული ქობინების რუსეთის ტერიტორიის გარეთ განთავსების პირველი შემთხვევა, რაც დასავლეთში შეშფოთებას იწვევს.

რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად ზრდის ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის სპექტრს მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მისი სამხედრო ძალები სრული მასშტაბით შეიჭრნენ უკრაინაში.