საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველო მიიღებს მხარდაჭერას, როცა განიხილავენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.
"მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის. ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა", - თქვა ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ საქართველო თუ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა - ღარიბაშვილი უსაფრთხოების ფორუმზეგასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.