ბრიუსელში, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გამოეხმაურნენ ე.წ. ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ისინი აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი სასურველს რეალობად წარმოაჩენს.
„მანიპულაცია - ეს არის ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი საქმიანობა, რომლის მიზანია რუსეთსა და აფხაზეთს შორის მტკიცე სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ბზარის შეტანა. აფხაზეთის რესპუბლიკაში არ არის და არ იქნება ანტირუსული განწყობები არც საზოგადოებრივ და არც პოლიტიკურ სფეროებში. თუკი ქალბატონი ზურაბიშვილი ასე დარდობს აფხაზეთის მოქალაქეებზე და მათ უფლებებზე, სტატუსი საშუალებას აძლევს, ცნოს აფხაზეთის სახელმწიფო, აფხაზური პასპორტები და პირველ რიგში, გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ამ საკითხების გადაწყვეტა საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“, „არუაა“, „ვეტერანთა და ახალგაზრდობის კავშირი“, „აამტა“, „ერთობა“; ე.წ. პოლიტიკური პარტიები „აფსნი“ და „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი".
ასევე ნახეთ პრეზიდენტი: მათ გვერდით ვდგავარ, ვინც სოხუმში გამოვიდა ბანერით - აფხაზეთი არ იყიდებაევროპული მომავალი ერთადერთია, რომელიც დაიცავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უსაფრთხოებასა და იდენტობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში 31 მაისს და დაამატა, - მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში, დემონსტრაცია მოაწყო და ეკავა ბანერი - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს“.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელშია. 13 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა.
ასევე ნახეთ "არ გვინდა, ისევ 17% გავხდეთ!" - რა მოხდა "სახალხო მიტინგზე" სოხუმში?30 მაისს სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიტინგი გამართეს.