Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: მათ გვერდით ვდგავარ, ვინც სოხუმში გამოვიდა ბანერით - აფხაზეთი არ იყიდება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოდის ევროპარლამენტში. 31 მაისი, 2023 წელი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოდის ევროპარლამენტში. 31 მაისი, 2023 წელი

ევროპული მომავალი ერთადერთია, რომელიც დაიცავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უსაფრთხოებასა და იდენტობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში 31 მაისს და დაამატა, - მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში, დემონსტრაცია მოაწყო და ეკავა ბანერი - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელშია. 13 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა.

XS
SM
MD
LG