ცნობილია იმ 39 თანამშრომლის ვინაობა, ვინც "თავისუფლების ფორმულა" დააფუძნა

ტელეკომპანია "ფორმულა"

საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა ტელეკომპანია "ფორმულის" 39 თანამშრომლის ერთობლივი მოთხოვნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - "თავისუფლების ფორმულის" - დაფუძნების შესახებ. მის სამართავად შექმნილია 11-კაციანი გამგეობა და ჰყავს თავმჯდომარე. ეს არ ნიშნავს, რომ მათ უკვე გადაეცათ არხის წილი სამართავად.

"თავისუფლების ფორმულის" გამგეობის წევრები

ამ ორგანიზაციის დაფუძნება მას შემდეგ გადაწყდა, რაც BBC-ის საგამოძიებო ფილმში - “თაღლითობის გლობალური ქსელი” - გაჟღერდა ბრალდებები "ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელის, დავით კეზერაშვილის მიმართ.

ასევე ნახეთ კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შეიტანა

ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის, ვისი იდენტიფიცირებაც რადიო თავისუფლებამ შეძლო, ძირითადად მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანები და ტელეწამყვანები არიან.

"თავისუფლების ფორმულის" დამფუძნებლები არიან:

დირექტორის მოადგილეები:

  1. გიორგი თარგამაძე;
  2. სოფიო ​ბრიტანჩუკი;
  3. ლევან ლომინაძე;
  4. ლელი ჭელიძე.

პროდიუსერები:

  1. ნანა ინწკირველი;
  2. ხათუნა საღინაძე;
  3. ლექსო ​ნაბახტეველი;
  4. ლიკა კინწურაშვილი;
  5. გიორგი ლაფერაშვილი;
  6. ნათია ზოიძე;
  7. მაკა ფანქველაშვილი;
  8. მათე კირვალიძე.

წამყვანები:

  1. ირაკლი კიკნაველიძე;
  2. სალომე უგულავა;
  3. ელისო ჯარიაშვილი;
  4. ვახო სანაია;
  5. თამარ ჩიხლაძე;
  6. ნინო ჟიჟილაშვილი;
  7. თამარ ბაღაშვილი;
  8. სოფო ზურაბიანი;
  9. ირაკლი ტაბლიაშვილი;
  10. დავით ​ქაშიაშვილი;
  11. სოფიო ხუნწარია;
  12. ნინო მაჭარაშვილი.

სხვები:

  1. გიორგი გეგელაშვილი;
  2. დევი გვახარია;
  3. ალექსანდრე ​კიზაკიანი;
  4. თეიმურაზ გოგოლაძე;
  5. გიორგი არუთინოვი;
  6. ირაკლი შენგელია;
  7. სალომე თავაძე;
  8. გიორგი ნიკოლეიშვილი;
  9. თამთა ​ნარტყოშვილი;
  10. მარიამ ბაჯელიძე;
  11. ლუკა ლიფონავა;
  12. თამარ ჭავჭავაძე;
  13. ეკატერინე შანიძე;
  14. ქეთევან დევდარიანი;
  15. რატი მუჯირი.

BBC-ის საგამოძიებო მასალის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც არხის 51%-იან წილს ფლობს, თქვა, რომ ტელეკომპანიის კუთვნილი წილის ნახევარს სამართავად გადასცემდა თანამშრომლებს.

18 აპრილისთვის, ანუ იმ მომენტისთვის, როდესაც დავით კეზერაშვილმა წერილობით განაცხადა, “მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს”, საქართველოში გაცემულ მის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ვადა უკვე გასული ჰქონდა. საქართველოს საჯარო რეესტრმა მას ამ მიზეზით ერთხელ უკვე უთხრა უარი კუთვნილი კომპანიის მმართველ რგოლში ცვლილებების შეტანაზე.

ასევე ნახეთ კეზერაშვილს ვადაგასული ქართული დოკუმენტები აქვს - მაშ როგორ გადასცემს ის წილს "ფორმულის" თანამშრომლებს?

ტელეკომპანიის დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ 12 მაისს თქვა, რომ ეს საკითხი შეიძლებოდა გამხდარიყო წინაღობა, არხის წილების თანამშრომლებისთვის სამართლებრივად სამართავად გადაცემის პროცესში.

"ხელისუფლება, სავარაუდოდ, ეცდება ამ პროცესის შეყოვნებას და სავარაუდოდ, ეს პროცესი იქნება გაჩერებული იუსტიციის სახლში და წილი არ დარეგისტრირდება. ამის მიზეზი გახდება ის, რომ დავით კეზერაშვილის პირადობის მოწმობასა და პასპორტს ვადა აქვს გასული და, სამწუხაროდ, ხელისუფლება მას არ აძლევს საშუალებას, რომ ეს პასპორტი აღდგეს", - თქვა მან.

მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის [31 მაისი, 13:20 საათი] საჯარო რეესტრში წილების მართვის უფლების გადაცემასთან დაკავშირებით მოთხოვნა შესული არ არის.