თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 29 მაისს გამოთქვა სურვილი, აშშ-სგან შეიძინოს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერდოანთან საუბრის შემდეგ.
ბაიდენი დასძენს, რომ ერდოანს შეატყობინა ვაშინგტონის სურვილი, ანკარამ დათმოს თავისი წინააღმდეგობა შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ.
ეს საკითხები პრეზიდენტებმა განიხილეს სატელეფონო საუბარში, რომლის დროსაც ბაიდენმა ერდოანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
თურქეთი კვლავ ეწინააღმდეგება შვედეთის ნატოში გაწევრიანებას - მისი განცხადებით, სტოკჰოლმი თავშესაფარს აძლევს ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.
ასევე ნახეთ საერთაშორისო დამკვირვებლები: ერდოანს "გაუმართლებელი უპირატესობა" ჰქონდა არჩევნების მეორე ტურისთვის