თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საერთაშორისო დამკვირვებელთა განცხადებით, მედიის მხრიდან მიკერძოებამ და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამ შექმნა "უთანასწორო სათამაშო მოედანი", რამაც მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, "გაუმართლებელი უპირატესობა" მიანიჭა თავის ოპონენტთან შედარებით.
ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება ჰქონდათ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები კვლავაც ზეწოლის და დევნის ქვეშ იყვნენ.
მეორე ტურში საერთაშორისო დამკვირვებელთა საერთო რიცხვი უტოლდებოდა 232 დამკვირვებელს 31 ქვეყნიდან, აცხადებს ეუთო.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოანმა გაიმარჯვა ხმათა 52,41 პროცენტით, განაცხადა თურქეთის უზენაესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ აჰმეთ იერენმა 28 მაისის საღამოს. მისივე თქმით, ერდოანის მეტოქემ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ, ხმების 47.86% მოაგროვა.
ასევე ნახეთ ერდოანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა