ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „აფხაზეთის ტელევიზიასთან“ საუბარში კომენტარი გააკეთა სოხუმის აეროპორტის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით და ამასთან, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაც შეაფასა.
„რაც შეეხება საჰაერო კომუნიკაციებს, (რუსეთთან) ამ კუთხით ჩვენც ვმუშაობთ, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო კომუნიკაციის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების დოკუმენტი უნდა გაფორმდეს. სანამ ჩვენ ამით ვიყავით დაკავებული, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინეს. ამას ჩვენზე არანაირი გავლენა არ აქვს, ეს მხარეების საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო კომუნიკაცია იყოს ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. არის სირთულეები, არის დაბრკოლებები, მაგრამ მუშაობა მაინც გრძელდება“, - თქვა ბჟანიამ.
ასევე ნახეთ რა სიურპრიზი გველოდება? - როგორ აფასებენ რუსეთთან ფრენების აღდგენას სოხუმსა და ცხინვალშიმანამდე იუწყებოდნენ, რომ დე ფაქტო მთავრობამ რუსეთის ფედერაციასთან სამთავრობათაშორისო შეთანხმების პროექტის დეტალური შესწავლა დაიწყო, სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურას რუსეთს არ გადასცემენ- დე ფაქტო ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით 2024 წლისთვის სოხუმის აეროპორტის აღდგენას გეგმავს.
- რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი „Базовый элемент-ი". ის რუსი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას კონტროლირებადი კომპანიების შემადგენლობაშია.
- ოლეგ დერიპასკა 2018 წლიდან აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია. მისი სახელი აშშ-ის ოფიციალური უწყებების დოკუმენტებშია მოხსენიებული, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის კონტექსტში, თუმცა უცნობია, წაყენებული აქვს თუ არა მას აშშ-ში ოფიციალურად ბრალი.
- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.
- 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
- 20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანიამ, რომლის პირველი რეისის შესრულებასაც აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.