შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიზანი ნატოში გაწევრიანებაა

ივლისისთვის, როცა ალიანსის სამიტი ჩატარდება ვილნიუსში, შვედეთი კვლავ იმედოვნებს, რომ ნატოს წევრი გახდება, განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აიძულა შვედეთი და ფინეთი გასულ წელს უარი ეთქვათ დიდი ხნის ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანება გადაეწყვიტათ.

ფინეთი ნატოს გასულ თვეში შეუერთდა, შვედეთის გაწევრიანება კი შეფერხდა ალიანსის ორი წევრის, თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო.

ასევე ნახეთ ფინეთი ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი

არ არსებობს "გეგმა B ან მსგავსი რამ. გეგმა B არის გეგმა A და ეს არის ნატოში სრულუფლებიანი წევრობა", - თქვა ბილსტრომმა 26 მაისს.