დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
"მინდა მხურვალე მილოცვა გავუგზავნო თქვენს აღმატებულებას და საქართველოს ხალხს თქვენი ქვეყნისათვის ამ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ. ველი, რომ გაგრძელდება გულთბილი მეგობრობა და მყარი პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ამ რთულ პერიოდში". - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მეფის მისალოც ტექსტში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერმა მიულოცა.
ასევე ნახეთ საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი - ბლინკენი ასევე ნახეთ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ასევე ნახეთ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.
70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.