"ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელის, ვანო ჩხიკვაძის ცნობით, 17 ან 25 ოქტომბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამის შესახებ ვანო ჩხიკვაძე ტვიტერის გვერდზე, წყაროზე დაყრდნობით წერს.
"წყაროს ინფორმაციით, ევროკომისია გაფართოების პაკეტს 17 ან 25 ოქტომბერს წარადგენს. ამ დღეს გავიგებთ, გასცემს თუ არა რეკომენდაციას მიანიჭოს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი", - წერს ვანო ჩხიკვაძე.
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ცნობით, კალენდრის მიხედვით, ოქტომბერში, ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე შეაფასებენ ევროპული საბჭოს ლიდერები საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
ასევე ნახეთ "პირობების შესრულების კუთხით პროგრესი არაა" - ორგანიზაციებმა 12 პუნქტის ახალი ანგარიში გამოაქვეყნეს ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: შანსები 50/50-ზეაგასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.