ტულაში უკრაინის მოქალაქეს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით

ტულის სასამართლომ უკრაინის მოქალაქე ანდრი პეტკევიჩს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობის ბრალდებით.

ფსბ-ს ცნობით, 42 წლის პეტკევიჩი უკრაინის დაზვერვის დავალებით ეძებდა რუსული თავდაცვის საწარმოების თანამშრომლებს „საიდუმლოების მატარებელთა“ შორის, რათა მათგან მიეღო გასაიდუმლოებული ინფორმაცია მსუბუქი იარაღის სფეროში მუშაობის შესახებ. ფსბ აღნიშნავს, რომ „პეტკევიჩის ჯაშუშური საქმიანობა დროულად აღიკვეთა“.

მედიის ცნობით, პეტკევიჩი 2021 წლის აგვისტოში დააკავეს.

ასევე ნახეთ მოსკოვის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი

მანამდე ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი დააკავეს რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით: ის თითქოს შეერთებული შტატების დაკვეთით საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა რუსული სამხედრო-სამრეწველო საწარმოს შესახებ. ასევე ჯაშუშობის მუხლით დააკავეს ყირიმელი თათარი ლენიე უმეროვა: მას ბრალი ედება უკრაინელებისთვის „რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ტექნიკის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში“.