პარტია "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ ითხოვს, პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლითაც იმ ადამიანებს აეკრძალებათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, რომლებიც სანქცირებული არიან. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში პარტიის წევრებმა, რომლებიც ამავდროულად დეპუტატებიც არიან, 2022 წლის აპრილში შეიტანეს. ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს ინიციატივა ბოლო ერთი წლის განმავლობაში "თაროზე შემოდო".
"ამ ხელისუფლების პირობებში არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მომავალშიც არ შემოვლენ საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირები. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დააინიციირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ჩვენ აღნიშნულ საკითხს დავაყენებთ დღეს ბიუროს სხდომაზე და ველით, რომ საქართველოს პარლამენტმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი და აკრძალოს სანქცირებული პირების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მან პარლამენტის ბიუროს დღევანდელ, 22 მაისის სხდომაზე, თქვა, რომ მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მიღების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოკვეთა რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილის, ეკატერინა ლავროვასა და მისი ქმრის ჩამოსვლამ საქართველოში, რასაც ხალხმრავალი აქციები მოჰყვა.
ასევე ნახეთ იმყოფებიან თუ არა საქართველოში სერგეი ლავროვის შვილი და სიძე ასევე ნახეთ „ყვარლის ტბასთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავება გრძელდება - დაკავებულია ოცამდე მონაწილეთინა ბოკუჩავას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უთხრა, კანონპროექტის განხილვის საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატთან გაერკვია.
ასევე ნახეთ საქართველოში აგენტების ადგილი არ არის. როგორ და რატომ არ უშვებენ პუტინის მოწინააღმდეგეებს?პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ 2022 წლის აპრილში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა უნდა აეკრძალოთ მათ, ვინც:
- ჩართულია საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და სამხედრო აგრესიაში;
- ვინც ევროკავშირის ან ნატოს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის გამო სანქციებს დაექვემდებარა;
- გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დარღვეული ექნება ეს კანონი, აეკრძალება საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, "ლელო, ითხოვდა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას.
ასევე ნახეთ „ლელო" რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისათვის ვიზების შემოღებას მოითხოვსბოლო დროს გახშირდა ოპოზიციურად განწყობილი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შეშვებაზე უარის შემთხვევები. 2023 წლის დასაწყისიდან საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს რუსული კრიზისცენტრის, Насилию.нет-ის, დამფუძნებელს, „უცხოეთის აგენტს“, ანა რივინას; მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ დზიადკოს; ადვოკატებს, მაქსიმ ოლენიჩევს, ივან საფრონოვს, დმიტრი კატჩევს და ბევრ სხვას.
უფრო ადრე საქართველოში არ შეუშვეს რუსი ოპოზიციონერები ლიუბოვ სობოლი, დმიტრი გუდკოვი; ჟურნალისტები ილია აზარი, დავიდ ფრენკელი, მიხაილ ფიშმანი, ალექსეი პონომარევი; Pussy Riot-ის წევრი ოლგა ბორისოვა (მან ბოლოს ქვეყანაში დაბრუნება მოახერხა); ჟურნალისტი და ქველმოქმედი მიტია ალეშკოვსკი და სხვები.
მასალა არქივიდან „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შეუშვეს მასალა არქივიდან საქართველოში არ შემოუშვეს "მედიაზონის" ჟურნალისტი დავიდ ფრენკელი მასალა არქივიდან საქართველოში არ უშვებენ მწერალ ფილიპ დზიადკოსსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 22 მაისს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს მხრიდან ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება - ფრენების აკრძალვა, ვიზების დაწესება თუ სხვა - რუსეთთან ესკალაცია იქნება.
"ისინი, ვინც გვთავაზობენ ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და ა.შ. ანუ ისინი, ვინც გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და შევიდეთ ესკალაციაში რუსეთთან და შესაბამისად - შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ამ დათქმის ჩაწერა "ნაციონალურ მოძრაობას" შეეძლო მაშინაც, როცა "ოკუპაციის შესახებ" კანონს იღებდა.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი: ვიზის შემოღება, ფრენების აკრძალვა არის სანქცია და ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას- 19 მაისს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა - ფრენების აკრძალვის მოთხოვნით, აქცია გაიმართა როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე პარლამენტის შენობის წინაც.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
- რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
- რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ 2012 წლის თებერვლიდან. გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
- 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს.