ყვარელში, სასტუმრო “ყვარლის ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 მაისს დაკავებული 16 პირიდან, ყველა თავისუფალია. აქედან, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იოსებ აბრამიძემ აქციის ორ მონაწილეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
გაერთიანებულ პროცესზე, 14 დაკავებულის შემთხვევაში დაცვის მხარემ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა იმ მოტივით, რომ მათ ვერ შეძლეს საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა, რაზეც მოსამართლე, იოსებ აბრამიძე დაეთანხმა და 14 დაკავებული სასამართლო სხდომიდან გაათავისუფლა.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საქმეზე მორიგი პროცესი 19 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.
პარალელურად, სიღნაღის რაიონული სასამართლო განიხილავდა 20 მაისს საგარეჯოს პოლიციასთან დაკავებული ლაშა ფარულავასა და გიორგი ლომიძის საქმეებს. მოსამართლემ ორივე მათგანი კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე გაათავისუფლა. მათ საქმეზე მორიგი პროცესი 30 მაისს ჩაინიშნა.
მანამდე, თითქმის 24-საათიანი დაკავების შემდეგ, პარტია "დროას" ლიდერი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
ასევე ნახეთ ელენე ხოშტარია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლესგუშინ, 20 მაისს, განვითარებული მოვლენებისას, ჯამში, 19 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 16 - "ყვარლის ტბასთან" გამართულ აქციაზე. მოგვიანებით თელავში დააკავეს ელენე ხოშტარია და საგარეჯოს პოლიციასთან - "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი.
ასევე ნახეთ გვიან ღამით საგარეჯოს პოლიციასთან ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა დააკავესსამართალდამცავებმა ყველა მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აიყვანეს.
ასევე ნახეთ შსს: „ყვარლის ტბასთან“ 16 პირია დაკავებული„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს დილიდან მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.