ყვარელში, 20 მაისს, საპროტესტო აქციისას დაკავებული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულოგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავებულები გადაყვანილები არიან გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრის პრეს-სამსახური.
20 მაისს, დილიდან, „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მსვლელობისას სამართალდამცავებმა ადგილზე 16 პირი დააკავეს.
მოგვიანებით, თელავის სამხარეო პოლიციასთან დააკავეს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ასევე ნახეთ თელავის პოლიციასთან დააკავეს ელენე ხოშტარიადაკავებული პირების ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი ამ დრომდე ვერ არკვევენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ადგილსამყოფელს. ადვოკატები ვერ არკვევენ სად იმყოფება ელენე ხოშტარიაც. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის შესაძლოა, თბილისში იყოს გადაყვანილი.
ასევე ნახეთ სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს პოლიციას, უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება