ტელეგრამის არხი „შეგვიძლია ახსნა“ ამტკიცებს, რომ ღია წყაროების საშუალებით შეძლო იმ 8 სამხედრო მფრინავის ვინაობის დადგენა, რომლებიც 13 მაისს ბრიანსკის ოლქში დაიღუპნენ. მრავალი ცნობის თანახმად, რასაც რუსეთის ხელისუფლება არ ადასტურებს, იმ დღეს იქ ჩამოვარდა ორი სამხედრო შვეულმფრენი მი-8 და ორი თვითმფრინავი.
დაიღუპნენ, როგორც საინტერნეტო გამოცემა ამტკიცებს, მი-8 შვეულმფრენების ეკიპაჟის წევრები ანდრეი პოდვიგინი და დენის იაკიმოვი (ორივე ფსკოვის ოლქიდან), ლეიტენანტი სერგეი ჩიგილეიჩეკი, ბორტმექანიკოსი მაქსიმ სავჩენკო, ერთ-ერთი ჩამოვარდნილი შვეულმფრენის მეთაური სერგეი ტარანი, ასევე დმიტრი ოსიპოვი, ვიქტორ ხოჟაინოვი და სერგეი იგნატოვი.
13 მაისს უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა მთელი ავიაჯგუფი - 2 მი-8 ტიპის სამხედრო შვეულმფრენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები - სუ-34 და სუ-25 - დაკარგა.
რუსეთის სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო „ლენტა.რუს" ცნობით, სავარაუდოდ, დაიღუპნენ ოთხივე საფრენი აპარატის ეკიპაჟის წევრები, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ხომალდები ე.წ. „საჰაერო ალყის“ შედეგად, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
ასევე ნახეთ
უკრაინელმა სამხედროებმა ბრიანსკში 3 რუსული სამხედრო შვეულმფრენი და 2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს - იური იგნატიუკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ 13 მაისს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ საზღვართან მდებარე ბრიანსკის ოლქში სამი სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდო და არა - ორი, როგორც შაბათს გავრცელებულ ცნობებში იყო მითითებული.
რუსეთმა ოფიციალურად მხოლოდ ერთი მი-8 ტიპის შვეულმფრენის ჩამოვარდნა დაადასტურა.