Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა სამხედროებმა ბრიანსკში 3 რუსული სამხედრო შვეულმფრენი და 2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს - იური იგნატი


იური იგნატი, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერი
იური იგნატი, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერი

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ 13 მაისს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ საზღვართან მდებარე ბრიანსკის ოლქში სამი სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდო და არა - ორი, როგორც შაბათს გავრცელებულ ცნობებში იყო მითითებული.

იგანტის თანახმად, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაკარგეს 5 საფრენი აპარატი, რომლებიც 13 მაისს ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესასრულებლად მიფრინავდნენ. ამ დროს რუსეთის თვითმფრინავები და შვეულმფრენები „უსიამოვნებას წააწყდნენ“, - განაცხადა იური იგნატმა, რომლის სიტყვებიც ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მოჰყავს.

რუსულმა სახელმწიფო სააგენტოებმა და სამხედრო კორესპონდენტებმა შაბათს გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა მთელი ავიაჯგუფი - 2 მი-8 ტიპის სამხედრო შვეულმფრენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები - სუ-34 და სუ-25 დაკარგა.

რუსეთმა მომხდარში უკრაინელი "დივერსანტები" დაადანაშაულა და ბრიანსკის ოლქის კლინცოვოს რაიონში აამოქმედა სპეციალური გეგმა "გადატაცება", რომელიც დივერსანტების მოძიებასა და შეპყრობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG