უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადასტურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დაკავება

უკრაინული გამოცემების წყაროთა ცნობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურეს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ვსევოლოდ კნიაზევის დაკავება. ის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.

დაკავებულია კიდევ ერთი პირი. პროკურატურის ინფორმაციით, გრძელდება გამოძიება დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების გამოსავლენად.

უკრაინულმა მედიასაშუალებებმა 15 მაისს, ღამით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კნიაზევი დაკავებულია 3 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისთვის.

ასევე ნახეთ მედიის ცნობით, დაკავებულია უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

უკრაინული გამოცემების წყაროთა ცნობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. 19 აპრილს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ წინა ინსტანციების გადაწყვეტილება შეცვალა და ჟევაგოს დაუბრუნა პოლტავის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის აქციების 40%-ზე მეტი.

ვსევოლოდ კნიაზევი, რომელსაც 25 მაისს 44 წელი უსრულდება, უკრაინის უზენაეს სასამართლოს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.