თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია HaberTurk-მა და „როიტერსმა“ გამოაქვეყნეს, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ლიდერობს.
კერძოდ, ამომრჩეველთა ხმების 9,1%-ის დათვლის შედეგად ხმების 59,47% აქვს ერდოანს, ხოლო მის ოპოზიციონერ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, 34,79%.
კვირას თურქეთში გაიმართა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში.
ამჟამინდელმა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხმა სტამბოლის ერთ-ერთ რაიონში მისცა, შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრა. მისმა მთავარმა ოპონენტმა, საერთო ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ და პრეზიდენტობის მესამე კანდიდატმა სინან ოჰანმა ანკარაში მისცეს ხმა.
ასევე ნახეთ
არჩევნები თურქეთში - არ გაცვლის ამომრჩეველი ერდოანს "არც ხახვში და არც კარტოფილში?"
გამარჯვებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს მოგროვილი - წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთს არჩევნების მეორე ტური ელის.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად თურქეთში დღეს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც - ქვეყანაში დღეს მოქმედებს პროპორციული სისტემა. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 7 პროცენტი ან დამოუკიდებლად, ან სხვა პარტიებთან ალიანსში.
საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.