ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის საქმეზე დავა გრძელდება.
„საქართველოში რუსული პარტია ცდილობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია შეასაღოს საზოგადოებას ისე, როგორც მათ სურთ. დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში: სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია. მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო საქმე და შესაბამისად, სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება", - თქვა ხაბეიშვილმა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ბრძოლა გაგრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას გააგრძელებს ქვეყნის თავისუფლებისთვის, სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, ლაზარეს თავისუფლებისთვის, დაკავებული ოფიცრების გათავისუფლების, მათ შორის რომან შამათავას და სხვა სამხედრო ბიჭების, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ დაკავებული. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე“, - თქვა ლევან ხაბეიშვილი.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 12 მაისს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
ასევე ნახეთ სტრასბურგმა სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში დაუყოვნებლივ გადაყვანაზე - ამბობს იუსტიციის მინისტრი ასევე ნახეთ გიული ალასანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის პროცესი, გადავდივართ მეორე ეტაპზე ასევე ნახეთ ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება - სააკაშვილიპატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაუდებელი ღონისძიების გამოყენებაზე განაცხადი ერთი თვის წინ, 11 აპრილს, გაიგზავნა.
მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია და არ გადაუვადა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე 2 მარტს გახდა ცნობილი. ამას წინ უსწრებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველმა ინსტანციამ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.
ასევე ნახეთ რით ასაბუთებს მოსამართლე არევაძე სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე უარს - განჩინების დეტალები2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროსასამართლო არ დათანხმდა სააკაშვილის უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას