უკრაინის თავდაცვის სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ ამ კვირის განმავლობაში, უკრაინელ სამხედროებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში არ დაუკარგავთ არცერთი პოზიცია.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ტელეგრამზე წერს, რომ რუსეთი მისთვის თითქმის საკრალური მნიშვნელობის ბახმუტში წარმატებული ბრძოლის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რეალობა კი ის არის, რომ დიდი დანაკარგი განიცადა და საკუთარი გეგმის რეალიზება ვერ შეძლო.
მალიარის ინფორმაციით, ამ კვირის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წაიწიეს.
ასევე ნახეთ ISW: უკრაინელებმა ბახმუტთან გაარღვიეს რუსების ზოგიერთი პოზიცია- რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
- ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.