დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე გაიმართება „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩაიბარებს. კრემლის ინფორმაციით, პუტინთან ერთად აღლუმს დაესწრებიან ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, პუტინი ცდილობს 9 მაისის აღლუმი გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი ცენტრალურ აზიაზე გავლენას ინარჩუნებს.
შარშან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების პირველ წელს, მოსკოვის წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს არ დასწრებია არცერთი სხვა ქვეყნის მეთაური.
ასევე ნახეთ რუსეთის 20-ზე მეტმა ქალაქმა გააუქმა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმები