9 მაისს შუა აზიის ქვეყნების სულ მცირე ოთხი ლიდერი დაესწრება მოსკოვში, წითელ მოედანზე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს, იმ ფონზე, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროპაში აწარმოებს ყველაზე მასშტაბურ ომს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზოევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი და ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი ადასტურებენ, რომ აღლუმს დაესწრებიან. თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუხამედოვს, ჯერჯერობით ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. აღლუმს დაესწრება ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
შარშან 9 მაისს მოსკოვის აღლუმს უცხოეთის არცერთი ლიდერი არ დასწრებია. კრემლმა მაშინ ეს ახსნა იმ გარემოებით, რომ ეს საიუბილეო თარიღი არ იყო.
2021 წელს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმს დაესწრო ერთადერთი უცხოელი სტუმარი - ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი. მაშინ საზეიმო ღონისძიებები კორონავირუსის პანდემიის ფონზე მიმდინარეობდა.
ასევე ნახეთ ფაშინიანი და ტოყაევი დასთანხმდნენ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას ასევე ნახეთ პუტინმა გამარჯვების დღე ქართველ და მოლდოველ ხალხებს მიულოცა