თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობისთვის გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს მსჯავრი დაუმძიმა და 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ 1 წელი და 3 თვე მიუსაჯა, რაც უკვე მოიხადეს.
რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, მათთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა:
- ზაზა ჭაავა - 1 წელი;
- მურად დევლარიშვილი - 1 წელი;
- გენო ჰერმანიშვილი - 3 წელი;
- გიორგი ხეჩუაშვილი - 3 წელი;
- თედო ბურდული - 3 წელი.
საქმის ეს კონკრეტული ეპიზოდი ეხებოდა „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, თამარ თათარაშვილის, "ნიუ პოსტის" ფოტოგრაფის, ზურაბ ცერცვაძის, ასევე "ფორმულის" ფოტოგრაფის, ვახტანგ ქარელისა და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ძალადობას.
ასევე ნახეთ ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულები გამტყუნდნენ, მაგრამ კითხვები მაინც რჩება ასევე ნახეთ "ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი თვალებს მთხრიდა. 7 თვე გავიდა, დღემდე ვმკურნალობ" - 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი სასამართლოს ჩვენებას აძლევსამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა.
თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.