ასაფეთქებელი მოწყობილობების ექვსი ექსპერტი ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან დამობმვას, როცა განაღმვის ოპერაციას ასრულებდნენ ხერსონის რეგიონში - აცხადებს საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურის (SES) ხელმძღვანელი 6 მაისს.
"ხერსონის რეგიონში განაღმვის ამოცანის შესრულებისას, ჩვენი ტექნიკოსები ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდენ. დაღუპულია ჩვენი ექვსი სპეციალისტი" - წერს SES-ის ხელმძღვანელი, სერჰი კრუკი ტვიტერზე.
პარალელურად, უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალები განაგრძობდნენ ბახმუტზე შეტევას - აცხადებს უკრაინის არმია 6 მაისს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი გამოვიდა მუქარით, რომ ბახმუტიდან თავის მებრძოლებს გაიყვანს. დონეცკის რეგიონში მდებარე ამ ქალაქზე კონტროლის დამყარებას რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობს, ვრცელდება ცნობები მსხვერპლის მაჩვენებლის ზრდის შესახებ.
ასევე ნახეთ რუსეთის ძალები განაგრძობენ ბახმუტზე შეტევას ასევე ნახეთ უკრაინა აცხადებს, რომ ჩამოაგდო ჰიპერბგერითი რაკეტა