რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში 6 მაისს მანქანის აფეთქების შედეგად დაიჭრა კრემლის მომხრე მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი, ზახარ პრილეპინი, - იუწყება სახელმწიფო სააგენტო TASS-ი.
დეტალები ცნობილი არ არის. TASS-ი ავრცელებს სასწრაფო დახმარების წარმომადგენელი წყაროს სიტყვებს, რომ მწერლის მანქანა აფეთქდა. "იგი გადარჩა, თუმცა დაიჭრა, ცნობიერება შენარჩუნებული აქვს", - ამბობს წყარო.
ერთ დროს მემარცხენე დისიდენტი, პრილეპინი გახდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი მემარჯვენე ფრონტზე, ის ხმამაღლა უჭერდა მხარს რუსეთის უკრაინაში შეჭრას.
ასევე ნახეთ რუსეთმა ვლადლენ ტატარსკის აფეთქება ტერაქტად გამოაცხადა და ბრალი უკრაინას დასდო