ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს საქართველოს ორი მოქალაქე

უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი

საქართველოს მოქალაქეები ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. ცნობა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

„ახალკაცისა და მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი", - აცხადებს სუსი.

ასევე ნახეთ ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს დიმიტრი მამაგულაშვილი

ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება, მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე.

ასევე ნახეთ ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძე შესაძლოა ცხინვალის ციხიდან მაისში გაათავისუფლონ