საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა მისი თბილისში ვიზიტის დროს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესშია და ამ მომენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური კონტექსტიც - საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს, ეს რთულად გასაგები და კონტრპროდუქტიული გზავნილი იქნება.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხს და ამ მიმართულებით შავი ზღვის უსაფრთხოებას.
უწყება, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონას ციტირებს, რომლის თქმით, სასიამოვნოა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღრმისეულად პროევროპული ორიენტაციისაა და "თბილისის ქუჩებში ვხედავთ ევროკავშირის დროშებს".
კატრინ კოლონა, ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილ. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა და ამ მიმართულებით აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანამდე ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. სიტყვით გამოსვლა მან სამოქალაქო საზოგადოებასთან ხელისუფლების ინკლუზიურ თანამშრომლობაზე ხაზგაზმით დაიწყო.
კატრინ კოლონას თქმით, საქართველოში იმყოფება „მხარდაჭერის გზავნილის გადმოსაცემად“ რთულ საერთაშორისო და რეგიონულ კონტექსში, ომის გამო რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში.
ასევე ნახეთ კოლონა: ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობაკოლონას განცხადებით, ილია დარჩიაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზეც, ისევე როგორც სხვა შემთხვევაშიც ხშირად, განიხილეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხი.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, როდესაც ჩამოვედი ვნახე ევროკავშირის ბევრი დროშა თბილისში. გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაცები და როგორც მითხარით, ბატონო მინისტრო, საქართველოს მოქალაქეების 85% ემხობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ციფრი, რომელიც მომავლის ხედვას გვაძლევს, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო და ევროპა არის ერთიანი“,- განაცხადა კოლონამ.
მანვე აღნიშნა, რომ მზად არიან საქართველოს ამ გზაზე დაეხმარონ, თუმცა ამისთვის აუცილებელია პროგრესი და წინსვლა სტატუსის მოსაპოვებლად, რაც გაწერილია ევროკომისიის 12 რეკომენდაციით, კერძოდ ინტიტუციები დაცვა სხვადასხვა გავლენისაგნ, სიტვის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა საქართველოს დღეს, 28 აპრილს, ეწვია.