ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს რუსეთთან დაკავშირებული ტოპონიმების აკრძალვის შესახებ

უკრაინელი სამხედრო ფეხს აბიჯებს აბრებს რუსეთის ქალაქების წარწერებით. ოდესა, 14 აპრილი, 2022.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის რუსეთთან დაკავშირებული დასახლებების მინიჭებას. დოკუმენტი გამოქვეყნებულია ვერხოვნა რადის ვებსაიტზე.

კანონის თანახმად, აკრძალულია გეოგრაფიული ობიექტებისთვის ისეთი დასახელებების მინიჭება, რომლებიც „განადიდებს, უკვდავყოფს, პროპაგანდას უწევს ან სიმბოლურად აღნიშნავს“ რუსეთს. კერძოდ, აკრძალულია დასახელებების გამოყენება, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ ძეგლებთან, ისტორიულ, კულტურულ ადგილებთან, თარიღებთან, მოვლენებთან. ასევე აკრძალვა ვრცელდება დასახელებებზე, რომლებიც დაკავშირებულია იმ რუს მოღვაწეებთან, რომლებიც „სამხედრო აგრესიას ახორციელებდნენ უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ“ და დევნიდნენ დისიდენტებს.

კანონპროექტის ახსნაგანმარტებით ნაწილში ნათქვამია, რომ ის ხელს შეუწყობს „ახალი თვითშეგნების ჩამოყალიბებას“, „იმპერიული კოლონიალური მითების გადალახვას“ და იმას, რომ „უკრაინელები საკუთარ მიწაზე სრულფასოვანი პატრონები გახდნენ“.

სახალხო დეპუტატმა ვოლოდიმირ ვიატროვიჩმა გამოცემა „სტრანას“ მოუთხრო, რომ კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან სამ თვეში. ამის შემდეგ თვითმმართველობის ორგანოებმა და სამხედრო ადმინისტრაციებმა ნახევარი წლის განმავლობაში უნდა გაათავისუფლონ საჯარო სივრცე „რუსული სამყაროს სიმბოლოებისგან“.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაჩქარდა იმ ტოპონიმების გადარქმევა, რომლებიც რუსეთისა და საბჭოთა ისტორიისა და კულტურის მოღვაწეთა სახელებს ატარებდა, მათ შორის ბევრი უკრაინელისა. მათ პატივსაცემი ძეგლებს ხსნიან.

კერძოდ, ოდესაში აიღეს ქალაქის დამაარსებლის, იმპერატორ ეკატერინე II-ისა და მხედართმთავარ ალექსანდრ სუვოროვის ძეგლები, ხარკოვში მოხსნეს პოეტ ალექსანდრ პუშკინისა და საბჭოთა მარშალ გეორგი ჟუკოვის ძეგლები, კიევში ათობით ქუჩას შეუცვალეს სახელი.

ასევე ნახეთ ოდესაში აიღეს ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე სუვოროვის ძეგლები