თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სამმა მოსამართლემ უარი განაცხადა აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე. მოსამართლემ კოლეგების ეს ნაბიჯი „სოლიდარობის ერთგვარ აქტად" შეაფასა.
„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში.
ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.
ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ", - დაწერა გვრიტიშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე.
12 აპრილს აშშ-ის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა ცნობა, რომ 10 ქართველი მოსამართლე, საქართველოს შვიდი სხვადასხვა სასამართლოდან, აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. USAID-თან პარტნიორობით მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს.
ასევე ნახეთ საქართველოს 10 მოსამართლე აშშ-ში USAID-ის პროგრამით ჩავიდა ასევე ნახეთ აშშ-ის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ გაგრძელდება მოსამართლეების მხარდაჭერა ასევე ნახეთ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე აშშ-ის პროგრამით ამერიკაში აღარ წავა5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
ასევე ნახეთ ეს არის შანსი, აღმოიფხვრას კორუფციის ბრალდებები სასამართლო სისტემაში - დეგნანი მოსამართლეების სანქციებზე