2023 წლის პირველ 3 თვეში 5 ათასზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა საქართველოში

რუსული მიგრაციის ტალღა ლარსის გამშვებ პუნტთან, 2022 წლის სექტემბერი

რადიო თავისუფლების მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, 1 იანვრიდან 1 აპრილამდე საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა კიდევ 5332 ახალი ბიზნესსუბიექტი დაარეგისტრირეს. მათი უმეტესობა კვლავ ინდ. მეწარმის სტატუსით რეგისტრირდება. ახლად რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან მხოლოდ 8 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 200-მდე შპს-ა, ყველა დანარჩენი ინდ. მეწარმის სტატუსით არის დარეგისტრირებული.

თვეების მიხედვით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტები 2023 წლის დასაწყისში ასე ნაწილდება:

  • იანვარი - 1363 (აქედან 3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 53 შპს)
  • თებერვალი - 2 649 (აქედან 3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 62 შპს)
  • მარტი - 1 320 (აქედან 2 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 76 შპს)
ასევე ნახეთ ერთ ფიქტიურ მისამართზე 300 რუსული ბიზნესი - რატომ ხდება ასე საქართველოში?

2022 წელს, საქართველოში 15 ათასამდე ახალი ბიზნესსუბიექტი დაარეგისტირეს რუსეთის მოქალაქეებმა.

ასევე ნახეთ რუსული კომპანიების 66% საქართველოში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა