თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე საბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან გამოეხმაურა აშშ-ს გადაწყვეტილებას, მისი და სხვა მოსამართლეებისთვის სანქციის დაწესებაზე. მურუსიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა ექვემდებარებოდეს სხვის გავლენას.
„საქართველო იმსახურებს იმას, რომ ეს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ყოველთვის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ის, რომ საქართველოს ჰქონდეს ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და არ უნდა ექვემდებარებოდეს სხვის გავლენას, - აღნიშნა მოსამართლემ და მიმართა აშშ-ს, - ახლა ერთი რამე მინდა მივმართო ამერიკის შეერთებულ შტატებს, მინდა საელჩოს მივმართო, გულწრფელად, როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ მინდა მივმართო საელჩოს: მერწმუნეთ, ძალიან მშვიდად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან მიმართებაში ასეთი სანქცია განხორციელდა. ვიაზრებ, რომ არის ძალიან მძიმე, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, იმ ოჯახიდან, რომელშიც ვიზრდებოდი და ზოგადად იქიდან, რომ ქართველი ვარ, უნდა შეხვდე ყველა განსაცდელს მშვიდად, ღირსეულად".
ლევან მურუსიძე ამბობს, რომ „თავის დროზე" ილაპარაკებს იმ მტკიცებულებებზე, რომელთა თანახმად, იყო მითითებები, ვინ უნდა ყოფილიყო იუსტიციის საბჭოს წევრი.
„როგორც რიგითმა მოქალაქემ, ერთი რაღაც მინდა ვთხოვო, ჩვენ გვაქვს 30-წლიანი სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენს პარტნიორთან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მე ვთქვი ასეთი რაღაც, რომ აშშ-ის საელჩოს წლების განმავლობაში სურს, რომ მის გავლენასა და დაქვემდებარებაში იყოს მართლმსაჯულების სისტემა. სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ამის განხორციელებას. შესაბამისად, ამას რომ ვერ მიაღწიეს, მოხდა კორუფციაში დადანაშაულება.
მე ვსაუბრობდი მტკიცებულებებზე, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ხდებოდა კონკრეტულად მითითება იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა ყოფილიყო საბჭოს წევრი. თავის დროზე ყველაფერს გეტყვით. მე არ ვიმუქრები", - თქვა მან.
მურუსიძე უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე პოლიტიკურ გავლენებს.
„ტყუილი არის, რომ სასამართლო ხელისუფლება იღებდა იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესში იყო. სასამართლო იღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიაჩნდა მოსამართლეს, რომ იყო სწორი და კანონიერი", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ასევე ნახეთ მურუსიძე: ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ ასევე ნახეთ რა ვიცით აშშ-ში სანქცირებული ქართველი მოსამართლეების შესახებ5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეკისრებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მიიღეს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება.
ელჩმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".
ასევე ნახეთ აშშ-ს საელჩო: სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები აზიანებდნენ სამართლის უზენაესობას ასევე ნახეთ „ენტონი ბლინკენს მოაწერინეს ხელი, ის გასვარეს ამ საქმეში" - კობახიძე მოსამართლეებისთვის სანქციების დაკისრებაზე ასევე ნახეთ იმედია, წარმოადგენთ მტკიცებულებებს ან გადახედავთ გადაწყვეტილებას - დარჩიაშვილის წერილი ბლინკენს