31 მარტს, ბელარუსის ეროვნული კრებისა და მოსახლეობისადმი მიმართვისას ბელორუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, მხარი დაუჭირა ქვეყანაში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.
ლუკაშენკოს თქმით, ეს ხელისუფლებისთვის არის "შესაძლებლობა, დაიცვას ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველყოს მშვიდობა ბელარუსი ხალხისთვის." ლუკაშენკამ, მტკიცებულებების გარეშე, დაადანაშაულა პოლონეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები, რომლებიც ემიგრაციაში მყოფი მოღვაწეების მონაწილეობით, ბელარუსზე თავდასხმას გეგმავენ.
ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადება, გასულ კვირაში,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გააკეთა და ეს გადაწყვეტილება ბელორუსის ხელმძღვანელობის თხოვნით გაამართლა.
ბელარუსის ავტორიტარი მმართველი, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მთავარი მოკავშირე ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.
ლუკაშენკას თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა უკიდურესად სახიფათოა და შეუძლებელს ხდის სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან "ჰორიზონტზე გამოჩნდა მესამე მსოფლიო ომი ბირთვული ხანძრებით".
ასევე ნახეთ
ლუკაშენკა: უკრაინაში ზავი უნდა გამოცხადდეს- რუსეთი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს, სამხედრო მიზნებით იყენებს ბელარუსის ტერიტორიასაც.
- 2023 წლის 25 მარტს, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.